logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ე.წ. „ჩაის ფაბრიკის“ ბინებში მცხოვრები 33 ოჯახი პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით მიიღებს ფულად დახმარებას 30 000 ლარის ოდენობით
- +

8 დეკემბერი. 2023. 11:01

 

 

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ღირსეული, უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები ოზურგეთის განვითარების ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი და მთავარი დაპირება იყო - ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მინდა გაგაცნოთ, რომელიც შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ავარიულ მრავალბინიან კორპუსს - ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებს ეხება (!) - ჩვენ ეს შენობა საფუძვლიანად შევამოწმეთ, იგი ამორტიზებულია და საფრთხეს წარმოადგენს იქ მცხოვრებთათვის. ამიტომ, შემოქმედში, ე.წ. „ჩაის ფაბრიკის“ ბინებში მცხოვრებ 33 ოჯახს მინდა ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანი, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით მიიღებს ფულად დახმარებას 30 000 ლარის ოდენობით, რათა შეძლოთ ალტერნატიული ფართის შეძენა და უსაფრთხოდ განაგრძოთ ცხოვრება. ექსპერტების დასკვნის თანახმად, თავად ეს შენობა ექვემდებარება დემონტაჟს,“- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner