„ხანგრძლივი პოლიტიკური ჭინთვების შემდგომ, როგორც იქნა, მელიამ დატოვა "ნაციონალური მოძრაობა" - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"თუმცა ამას წინ უძღოდა ათამდე მუნიციპალიტეტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადება, რომ მათ დატოვეს "ნაციონალური მოძრაობა." მელიას განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან "ნაციონალური მოძრაობა" მოიხსენია ისე, როგორც წარსული და ეს არის ზუსტად იმის მტკიცებულება, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ამ პარტიის ლოგიკური დასასრული იქნება მისი გაქრობა პოლიტიკური ველიდან" - აღნიშნა მაჭარაშვილმა.