საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ „უბლოკო სტატუსს" და ნინო ბურჯანაძეს არანაირი შანსები არ გააჩნიათ, მაგრამ აქვე აღნიშნა, რომ რუსეთთან საქართველომ აუცილებლად უნდა დაალაგოს ურთიერთობა.
„უბლოკო სტატუსი", ვფიქრობ, რომ ბლეფია. ჩვენი მიმართულება არის ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე. არ მგონია, რომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს დიდი შანსები აქვს. რუსეთთან რომ ურთიერთობის დალაგება გვინდა, ამას ჩვენც ვამბობთ და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოთ, მაგრამ არა დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე. მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ მშვიდობიანად, მართლაც ყველაზე დიდ მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობები და ამაში ნინო ბურჯანაძე ვერ არის გამორჩეული. რაც შეეხება მიმართულებებს, ჩვენი მიმართულება გახლავთ ეს, შესაბამისად, მისი შანსები არის დაბალი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.