logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია ხანუქის დღესასწაულს დაესწრო
- +

8 დეკემბერი. 2023. 14:14

 

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ხანუქის დღესასწაულზე პირველი სანთლის დანთების ცერემონიას დაესწრო.

 

„ხანუქის დღესასწაულს გილოცავთ ჩვენო ებრაელო დებო და ძმებო! თქვენ მუდამ იმარჯვებდით მტერზე და ბოროტებაზე! მწამს, რომ ახლაც ისრაელი და ებრაელი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტზე და მიიღებს მშვიდობას, რომელსაც იმსახურებს. განსაკუთრებით კი თქვენ გილოცავთ, საქართველოდან ემიგრირებულო ძვირფასო, სისხლო და ხორცო! ქართველო ებრაელებო! საქართველო თქვენი სამშობლოა და ის გელოდებათ“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

 

დღესასწაულს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

ხანუქის დღესასწაული სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა. ამ დღის აღსანიშნად რვა დღის მანძილზე თითო სანთელი ინთება.

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner