logo_geo
eng_logo
მერაბ ტურავა: როდესაც მოსამართლის მიმართ კრიტიკა ისმის, მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღება ძნელი იქნება
- +

12 სექტემბერი. 2016. 12:32



საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას განცხადებით, სანამ სარჩელების შეცვლასთან დაკავშირებით პლენუმი არ იმსჯელებს, გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნება.


მერაბ ტურავა თხოვნით მიმართავს მედიას, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს და სხდომებს ატარებს, კონკრეტული მოსამართლეების კრიტიკისგან თავი შეიკავონ.



როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მიმართ კრიტიკა ისმის, ასეთ ვითარებაში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საზოგადოების მიერ იქნება აღქმული, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი, ძნელი იქნება",- განაცხადა ტურავამ.



მან ასევე, ბოლო პერიოდში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზებზე ისაუბრა.



როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არ მოდის პლენუმის სხდომაზე, კონკრეტული მიზეზი ყოველთვის არსებობს, შესაბამისად, ეს მიზეზი უმეტესწილად ობიექტურია.

 

თუ პლენუმმა საკითხი კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით არ გამოიკვლია, ისე როგორ შეიძლება გადაწყვეტილება არსებითად იქნას მიღებული?! ჯერ ჩვენ უნდა მოვისმინოთ პლენუმის გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. თქვენ იცით .. დახურული პლენუმის სხდომა, რომელშიც სარჩელების გამოცვლის საკითხი არის დღის წესრიგში. როგორ წარმოგიდგენიათ, მანამ, სანამ ამ საკითხზე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, იმავე საკითხზე გადაწყვეტილების არსებითად მიღება სამართლებრივად სწორი იქნება?" - განაცხადა მერაბ ტურავა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner