logo_geo
eng_logo
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
- +

8 დეკემბერი. 2023. 15:24

 

 

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე,  ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას სინძიანში ჩანძის პრეფექტურის ვიცე-თავმჯდომარე, ლი ვუ  ხელმძღვანელობდა.

 

ჩინურმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაოების, მიმდინარე კვლევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. დელეგაციის წევრებმა ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი და წილკნის ერთწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიები დაათვალიერეს.

 

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრეს - სოფლის მეურნეობის სფეროში სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება და  საქართველოში ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელება.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წევრები საქართველოში გამოფენის „საქართველო-ჩინეთის სინძიანის პროდუქციის რიგით მე-9 გამოფენა“ ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც 6-8 დეკემბერს, გამოფენების ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-4 და მე-5 პავილიონებში ტარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner