„ნაციონალურ მოძრაობას“ რაც დარჩა, ნელ-ნელა აცლიან ამ ყველაფერს და მიმდინარეობს ამ რესურსის გადაზიდვა სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებაში“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ დაშლას გააგრძელებს, ვინაიდან შეჩერება ვარდნის დროს არის შეუძლებელი და ეს პარტია ახლა არის ვარდნის პროცესში. „ნაციონალური მოძრაობა“ არის უპერსპექტივო პარტია, ძალიან დაზიანებული და უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიით.
ოპოზიციის შიგნით მიმდინარეობს გადალაგება. „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც დარჩა, ნელ-ნელა აცლიან ამ ყველაფერს და მიმდინარეობს ამ რესურსის გადაზიდვა სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებაში, რომელშიც არიან ძალიან დაბალპროცენტიანი ლიდერები და პარტიები, ერთმანეთს უწევენ წნევას, მაგრამ საერთო ჯამში, ამ დაჯგუფებას აქვს ძალიან დაბალი წნევა“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.