logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე „ნაცმოძრაობაზე“: ამ პარტიის არაფორმალური მმართველები ვინ არიან: ერთი ქართული ჯარის გამფცქვნელია და მეორე - ორი გვამის მომთხოვნი
- +

8 დეკემბერი. 2023. 16:00

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი მძიმე წარსულით, პრაქტიკულად ის არის ქართულ პოლიტიკაში ქვეყნის წინსვლისათვის, როგორც ველოსიპედში ჯოხი“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.

 

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, როდესაც ოპოზიციური ველი, ასეთი დისკრედიტირებულია და პრაქტიკულად ხელმოცარული, ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი.

 

„ეს არის ამ პარტიის ლოგიკური დასასრული. ამ პარტიის ლიდერი ქვეყანაში არეულობის შესაქმნელად მაწვნის ქილებთან ერთად, როგორ შემოვიდა ჩუმად ქვეყანაში. რეალურად, ამ პარტიის არაფორმალური მმართველები ვინ არიან; ერთი ქართული ჯარის გამფცქვნელია და მეორე - ორი გვამის მომთხოვნი. რა თქმა უნდა, ამ პარტიას ვერ ექნება მომავალი, მითუმეტეს, როცა პარტიის თავმჯდომარედ ირჩევ აბსოლუტურად ურეიტინგო ხაბეიშვილს. ისე, ხაბეიშვილი კი უხდება ამ პარტიას, მაგრამ ყველაფერმა ამან განაპირობა ლოგიკური დასასრული. თუმცა, მე ვფიქრობ მათ გარკვეული ლოგიკური გათვლა ჰქონდათ, რომ ასეთ ურთულეს ვითარებაში ენახათ გამოსავალი, განტევების ვაცი მოეძებნათ და ეს სიმძიმეები მისთვის ჩამოეკიდათ. ალბათ, ამისთვის შეარჩიეს მელია (მელას თავისი მახრჩობელა უყვარსო), მაგრამ საბოლოოდ ეს მძიმედ დასრულდა. ეს დასრულდა არა მელიას განტევების ვაცად ქცევით, არამედ - ვარდნის უფრო მაღალი სიჩქარით. მათ ვერც დაფინანსება და ვერც ვერაფერი უშველით. ეს არის ლოგიკური დასასრული. „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი მძიმე წარსულით, პრაქტიკულად ის არის ქართულ პოლიტიკაში ქვეყნის წინსვლისათვის, როგორც ველოსიპედში ჯოხი. კარგია, რომ ეს ჯოხი იმტვრევა, მაგრამ როდესაც ოპოზიციური ველი ასეთი დისკრედიტირებულია და პრაქტიკულად ხელმოცარული, ქვეყნისთვის არ არის კარგი. თუმცა, რეალობა ეს არის. ახლა, მიზეზებს ეძებენ - თურმე არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ იმიტომ, რომ კომპანიები დაფინანსებას მათ ვერ მიაწვდიან, ასევე, ვითომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს, დისტანციურად მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჩვენი ემიგრანტები და ა.შ. საზოგადოება გაამყარებს 2012 წელს მიღებულ თავის გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს მშვიდობას, განვითარებას და სტაბილურობას. ამ შემთხვევაში, ამის გარანტი არის მმართველი გუნდი „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner