logo_geo
eng_logo
ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო
- +

8 დეკემბერი. 2023. 16:32

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე ავიარეისი ვერ დაჯდა.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ისინი სათადარიგო აეროპორტებში გაფრინდნენ.

 

მათივე ცნობით, ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც დაჯდა ერევანში, ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისი მოსკოვი-თბილისი დაჯდა ქუთაისში და „ჯაზირას“ ავიახაზები ქუვეითი-თბილისი, ასევე დაჯდა ერევანში.

 

თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“ , ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner