logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როდესაც შარშან უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ამბობდნენ, რომ დამსახურებულად არ მოგვცეს სტატუსი და მადლობას უხდიდნენ ევროპას
- +

8 დეკემბერი. 2023. 18:22

 

 

„ხალხის ძალის“ სწორი პოლიტიკით, საზოგადოების ინფორმირებულობით, საქართველოს ხელისუფლებისა და მთავრობის პრაგმატული ნაბიჯებით საქმე იქამდე მივიყვანეთ, რომ დაახლოებით ერთ კვირაში, მაღალი ალბათობით საბოლოოდ გავიფორმებთ კანდიდატის სტატუსს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც შარშან უსამართლოდ არ მისცეს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია ამაზე ამბობდა, რომ დამსახურებულად არ მოგვცეს სტატუსი.

 

„რასაც ახლა რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, თითქოს, უნგრეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება რამე წინადადებაზე, ხელს უშლის საქართველოს, ეს არის პირდაპირი სპეკულაცია. გარდა ამისა, იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტში არიან, უმრავლესობა არღვევს საქართველოს პარლამენტის წევრის ფიცს. მათ დაიფიცეს, რომ ისინი იქნებიან საქართველოს ერთგული. ჩვენ კი ვხედავთ, რომ როდესაც შარშან უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი ამაზე ამბობდნენ, რომ დამსახურებულად არ მოგვცეს და მადლობას უხდიდნენ ევროპას და ახლა, როდესაც რამდენიმე თვის წინ უკვე წყდებოდა კანდიდატის სტატუსის დადებითი რეკომენდაცია, ამბობდნენ არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციაო. ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უნგრეთი, რომელიც ჩვენი ყველაზე ხმამაღალი და საჯარო მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე, ახლა მას ადანაშაულებენ და ა.შ. ეს არის ხალხი, რომელიც სამწუხაროდ ეწევა ამ სპეკულაციას, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენს პარლამენტში და არა - თავისი ქვეყნის ინტერესს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner