logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „რესპუბლიკელების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ძალიან ბევრი ნაკლი გამოჩნდა
- +

12 სექტემბერი. 2016. 13:01


 

„რესპუბლიკელებზე" და „დემოკრატებზე" ბევრი კრიტიკა მითქვამს. მათთვის პირად საუბრებში ყველაფერი მაქვს ნათქვამი, საჯაროდ არაფერი გადამიჭარბებია",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" ისაუბრა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, კოალიციიდან გასული პარტიების ბევრი ნაკლი გამოჩნდა, განსაკუთრებით „რესპუბლიკელების" და „თავისუფალი დემოკრატების".


„რესპუბლიკელებზე" და „დემოკრატებზე" ბევრი კრიტიკა მითქვამს. მათთვის პირად საუბრებში ყველაფერი მაქვს ნათქვამი, საჯაროდ არაფერი გადამიჭარბებია. ნინო ბურჯანაძეც და „პატრიოტთა ალიანსიც" გასაგებია, მარტივად არ ჯდება ჩვენს მიმართულებაში. მათთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია, პლატფორმის გამოკვეთაც ვერ შეძლეს.

როდესაც „რესპუბლიკელები" მიმანიშნებენ, რომ მრავალპარტიულობის მომხრე ვიყავი ყოველთვის და თითქოს მიმართულება შევიცვალე, სწორედ ამის გამართლებას ვაპირებდი. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემი სურვილია, ბევრი პარტია განვითარდეს და განსაკუთრებით კოალიციაში მყოფი პარტიები, რომ მეტი არჩევანი შეეძლოს ხალხს. ასევე ვიტყოდი, რომ „ქართულ ოცნებას", „რესპუბლიკელებს", „თავისუფალ დემოკრატებს", „მრეწველებს" და „ფორუმს" დავუჭერდი მხარს ერთდროულად. სამწუხაროდ, ამის თქმა ვერ შევძელი, არა იმიტომ, რომ სურვილი არ მაქვს ამის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნაკლი გამოჩნდა ამ პარტიების, განსაკუთრებით ორის",- განაცხადა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner