logo_geo
eng_logo
ბლინკენი: უსაფრთხოების სფეროში უკრაინისათვის აშშ-ის მიერ გაწეული დახმარების 90% ამერიკაში დაიხარჯა, რამაც შექმნა მეტი სამუშაო ადგილი, მეტი ზრდა ჩვენს ეკონომიკაში
- +

8 დეკემბერი. 2023. 23:51

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სფეროში უკრაინისათვის აშშ-ის მიერ გაწეული დახმარების 90% ამერიკაში დაიხარჯა, რამაც ხელი შეუწყო უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.

 

 

„თუ შეხედავთ იმ ინვესტიციებს, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ უკრაინის თავდაცვაში [რუსეთის] აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, უსაფრთხოების სფეროში დახმარების 90% რეალურად დაიხარჯა აქ, შეერთებულ შტატებში, ჩვენს მწარმოებლებთან და ამან შექმნა მეტი სამუშაო ადგილი, მეტი ზრდა ჩვენს ეკონომიკაში. ასე რომ, ეს ასევე მომგებიანი იყო, რაც უნდა გავაგრძელოთ", - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებისთვის და რუსეთის სტრატეგიული მარცხისთვის საჭიროა უკრაინის დახმარების შენარჩუნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner