აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სფეროში უკრაინისათვის აშშ-ის მიერ გაწეული დახმარების 90% ამერიკაში დაიხარჯა, რამაც ხელი შეუწყო უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.
„თუ შეხედავთ იმ ინვესტიციებს, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ უკრაინის თავდაცვაში [რუსეთის] აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, უსაფრთხოების სფეროში დახმარების 90% რეალურად დაიხარჯა აქ, შეერთებულ შტატებში, ჩვენს მწარმოებლებთან და ამან შექმნა მეტი სამუშაო ადგილი, მეტი ზრდა ჩვენს ეკონომიკაში. ასე რომ, ეს ასევე მომგებიანი იყო, რაც უნდა გავაგრძელოთ", - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებისთვის და რუსეთის სტრატეგიული მარცხისთვის საჭიროა უკრაინის დახმარების შენარჩუნება.