ისრაელი ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული დღე ღამის განმავლობაში „ცაჰალმა“ 450-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა.
დარტყმები განხორციელდა ჰამასის სამეთაურო პუნქტებზე, იარაღის საწყობებსა და გვირაბებზე.
ბოლო 48 საათის განმავლობაში ისრაელელმა ჯარისკაცებმა ანკლავში ტყვედ 200-ზე მეტი პალესტინელი აიყვანეს.