ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გასული ღამის განმავლობაში სტამბოლიდან, ანტალიიდან, ბაქოდან და მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით 10-მდე ავიარეისი გაუქმდა.
ღამის განმავლობაში შესრულდა რამდენიმე რეისი, მათ შორის ვარშავიდან, მიუნხენიდან და დუბაიდან. ამ ეტაპზე ამინდი გაუმჯობესებულია და რეისები გეგმის მიხედვით სრულდება.