აშშ-მა 8 დეკემბერს ერაყში საკუთარ საელჩოზე განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.
„მოვუწოდებთ ერაყის უსაფრთხოების ძალებს, დაუყოვნებლივ ჩაატარონ გამოძიება და პასუხისგებაში მისცენ თავდასხმებში დამნაშავე პირები“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ დიპლომატიური მისიებისა და ერაყის მიწვევით ქვეყანაში ჩასული ამერიკელი სამხედროების დაცვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს აღებული.
8 დეკემბერს ბაღდადის „მწვანე ზონაში“ აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ისმოდა აფეთქებების ხმა, შენობის შიგნით კი განგაშის სირენა ჩაირთო.