გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს.
„9 დეკემბრის საღამოდან, 10 დეკემბრის საღამომდე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - აცხადებენ სააგენტოში.