logo_geo
eng_logo
პაველ ჰერჩინსკი: ერთი კვირა გვაშორებს მთავარ გადაწყვეტილებამდე, გაფართოების პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, ვიმედოვნებ, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას
- +

9 დეკემბერი. 2023. 14:12

"ერთი კვირა გვაშორებს მთავარ გადაწყვეტილებამდე, გაფართოების პაკეტის შესახებ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებამდე, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად," - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.

 

 

„გაფართოების პაკეტის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. მოლაპარაკებები გრძელდება. ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. ამ დროისთვის არსებული ვითარება სხვადასხვაგვარია: ერთი მხრივ, დადებითი ახალი ამბავი არის ის, რომ ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, მაგრამ უარყოფითი ამბავი არის ის, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება. როგორც ყველამ ვიცით, ამ პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა ყველა, 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. ერთი კვირა ჯერ კიდევ დარჩენილია და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner