logo_geo
eng_logo
ლიეტუვის ელჩი: ჩემი ქვეყნის მთავრობა ეთანხმება და მხარს უჭერს ევროკომისიის პოზიციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას
- +

9 დეკემბერი. 2023. 15:19

"ლიეტუვის მთავრობა ეთანხმება და მხარს უჭერს ევროკომისიის პოზიციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას," - ამის შესახებ ჟურნალისტებს ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განუცხადა.

 

 

„ევროკავშირისთვის და პარტნიორი ქვეყნებისთვის ძალიან საპასუხისმგებლო მომენტი დადგა და ვიმედოვნებთ, რომ ერთი კვირის შემდეგ უფრო მეტი სასიხარული და საზეიმო ამბავი გვექნება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის სამუშაო და პასუხისმგებლობა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭება აკისრებს ყველა მხარეს. ლიეტუვას არ სურს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ჩვენ გვსურს, საქართველოს ჰქონდეს წინსვლა. ლიეტუვა საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერს მხარს“, - აღნიშნა ანდრიუს კალინდრამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner