"საქართველო მხარს უჭერს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან, "- ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„დასკვნამ რეკომენდაციის გაცემასთან დაკავშირებით მოგვცა პოზიტიური მოლოდინები, რომელიც გამყარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს არაერთი ლიდერის მხრიდან გაკეთებული განცხადებით. მჯერა, რომ განსხვავებით წინა გადაწყვეტილებისგან, როცა უსამართლოდ საქართველო ჩამორჩა ტრიოს, ახლა სამართლიანობა აღდგება და საქართველო გააგრძელებს წინსვლას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველო მხარს უჭერს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან. როგორც ერთი წლის წინ უკრაინა და მოლდოვა გარკვეულწილად გამოყვეს ამ ტრიოდან, ახლაც, ვფიქრობთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული უკრაინასა და მოლდოვაზე, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს"- განაცხადა ნინო წილოსანმა.