logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: მაქვს მოლოდინი, რომ სტატუსს აუცილებლად მოგვანიჭებენ. საქართველო მხარს უჭერს, რომ უკრაინასა და მოლდოვას გაეხსნას მოლაპარაკებები
- +

9 დეკემბერი. 2023. 15:25

"საქართველო მხარს უჭერს, რომ უკრაინასა და მოლდოვას გაეხსნას მოლაპარაკებები და მეტიც, მოლაპარაკებები ასევე მალე, სტატუსის მინიჭების შემდეგ გაუხსნან საქართველოსაც," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

 

„თუ ვინმე, წარდგენილი სამი ქვეყნიდან ობიექტურად იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ეს იმთავითვე, შარშანვე იყო საქართველო. სამწუხაროდ, მაშინ ევროკავშირმა არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. მაქვს მოლოდინი, რომ სტატუსს აუცილებლად მოგვანიჭებენ. რა თქმა უნდა, საქართველო მხარს უჭერს, რომ უკრაინასა და მოლდოვას გაეხსნას მოლაპარაკებები და მეტიც, მოლაპარაკებები ასევე მალე, სტატუსის მინიჭების შემდეგ გაუხსნან საქართველოსაც. მე დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ამ მოლაპარაკებების გახსნაზე კონსენსუსი იქნება მიღწეული“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 
right_banner right_banner
არქივი
right_banner