„ჩვენი სამშობლოს" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო კვირიკაძე საავადმყოფოში მოხვდა. ცესკო-ს გადაწყვეტილების გამო, კვირიკაძე 2 დღე შიმშილობდა.
პარტიის წარმომადგენლების ცნობით, ნინო კვირიკაძე დიაბეტითაა დაავადებული და 2 დღის შიმშილობამ მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
"გვინდა ზემოაღნიშულთან დაკავშირებით გამოვხატოთ შეშფოთება და ვკითხოთ ქალბატონ თამარ ჟვანიას სად იმყოფებოდა იგი მაშინ როდესაც ცესკო-ს შენობაში მიმდინარეობდა მშრალი შიმშილობა. მაშინ იგი არც ერთხელ არ ჩამოვიდა და არ დაინტერესდა მიმდინარე პროცესებით და მოშიმშილეთა მდგომარეობით. გვინდა შევახსენოთ ქალბატონ თამარს, რომ მას ხელფასს ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები ვუხდით და იგი, როგორც სახელმწიფო მოხელე, პასუხისმგებელია თითოეული მოქალაქის წინაშე", - აცხადებენ პარტიაში.