logo_geo
eng_logo
„ჩვენი სამშობლოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი საავადმყოფოში მოხვდა
- +

12 სექტემბერი. 2016. 13:12



„ჩვენი სამშობლოს" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო კვირიკაძე საავადმყოფოში მოხვდა. ცესკო-ს გადაწყვეტილების გამო, კვირიკაძე 2 დღე შიმშილობდა.


პარტიის წარმომადგენლების ცნობით, ნინო კვირიკაძე დიაბეტითაა დაავადებული და 2 დღის შიმშილობამ მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.


"გვინდა ზემოაღნიშულთან დაკავშირებით გამოვხატოთ შეშფოთება და ვკითხოთ ქალბატონ თამარ ჟვანიას სად იმყოფებოდა იგი მაშინ როდესაც ცესკო-ს შენობაში მიმდინარეობდა მშრალი შიმშილობა. მაშინ იგი არც ერთხელ არ ჩამოვიდა და არ დაინტერესდა მიმდინარე პროცესებით და მოშიმშილეთა მდგომარეობით. გვინდა შევახსენოთ ქალბატონ თამარს, რომ მას ხელფასს ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები ვუხდით და იგი, როგორც სახელმწიფო მოხელე, პასუხისმგებელია თითოეული მოქალაქის წინაშე", - აცხადებენ პარტიაში. 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner