"დღეს კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ამ მხრივ საქართველოს შეუძლია კიდევ ერთხელ იყოს ამაყი იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს, "- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა და ის ევროკავშირს 6 და ნატოს 9 წევრ ქვეყანას უსწრებს.
„ეს რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა. ეს მიღწევები აღნიშნულია ევროკომისიის დასკვნაში და ამ მხრივ საამაყოა, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციებს ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.