logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელმაც ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, პირველი დიდი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე
- +

9 დეკემბერი. 2023. 20:42

 

 

ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელმაც ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, პირველი დიდი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და ზურაბ ჟვანიას ის სიტყვები „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ ყველას ახსოვს და ყველას თავში ტრიალებს. ყოველთვის მიგაჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით ევროპულ წიაღში და ქართული კულტურა არის ევროპული კულტურა. ეს ყველაზე მკაფიოდ რამდენიმე სიტყვაში გამოხატა ზურაბ ჟვანიამ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

დღეს შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ჟვანია, გარდაცვალების შემდეგ, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner