logo_geo
eng_logo
რა კამპანიები ხორციელდება ჩინური ტურისტული ბაზრების მიმართულებით
- +

9 დეკემბერი. 2023. 22:44

 

 

“ჩინეთთან ტურისტული ბაზრების მიმართულებით აქტიური მუშაობის დაწყება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, რაც მთლიანობაში ეფექტს შექმნის”, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ჩვენ უკვე მომავალი წლიდან მოლაპარაკებები გვექნება შანხაიში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე. ასევე ადგილობრივ მარკეტინგულ კომპანიასთან ერთად, დავიწყებთ კამპანიას რამდენიმე მსხვილ ქალაქში. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფრენების დამატებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი მთლიანობაში შექმნის ნაკადს. ჩინელი ტურისტი ყველა ქვეყნისთვის სასურველია და ვიზის გაუქმების პროცესი საქართველოში ჩინელი ტურისტების მოზიდვას“, -აღნიშნა მაია ომიაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner