ევროპის ძიუდოს კავშირმა 2022 წლის საუკეთესო ღონისძიებად - გორში ჩატარებული ,,შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი - ჩემპიონთა ლიგა" დაასახელა.
ტურნირის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გორის მუნიციპალიტეტის მერს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ბელგრადში - ევროპის ძიუდოს კავშირის დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცა.
გორის მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს, გორის სპორტის სასახლეში გამართულ ჩემპიონთა ლიგას, რომელიც ევროპის კავშირმა საუკეთესოდ აღიარა - მაშინვე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ახლა კი ის ძიუდოს კავშირმა ოფიციალურად საუკეთესოდ დაასახელა.