logo_geo
eng_logo
ასათიანის N10-ში 50 ერთეულ ხე-მცენარეს სხვლა-ფორმირება ჩაუტარდება
- +

12 სექტემბერი. 2016. 13:17



თბილისში, ასათიანის N10-ის მიმდებარედ ორმოცდაათ მრავალწლიან ნარგავს სხვლა-ფორმირება ჩაუტარდება. ტერიტორია კომპანია „ბი-დი ფროფერთის" ეკუთვნის, ტერიტორიაზე  კომპლექს „თბილისი გარდენის" მშენებლობა მიმდინარეობს.


სხვლა-ფორმირება და მოვლითი ღონისძიებები უტარდება როგორც წიწვოვან ნარგავებს, ისე ვერხვებსაც, რომელთა მდგომარეობა სპეციალისტების შეფასებით, არასახარბიელოა. ხმელი ტოტებისგან გაიწმინდება ასათიანის ქუჩის გასწვრივ არსებული ხეებიც, რადგან ისინი საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს.


სხვლა-ფორმირების სამუშაოებს ახორციელებს „პროფესიონალთა გაერთიანება ხის მოვლისათვის საქართველოში",  მისი ხელმძღვანელის, დავით სამხარაძის უშუალო მეთვალყურეობით.


ასათიანის N10-ში ნარგავების მოვლითი ღონისძიებების ჩატარების თხოვნით, ინვესტორმა მერიას რამდენიმე კვირის წინ მიმართა. შესაბამისი ნებართვა კი თბილისის გამწვანების სამსახურმა გასცა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner