ინგლისის პრემიერლიგამ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მატჩების ტრანსლირების უფლება რეკორდულ თანხად გაყიდა.
მომდევნო ოთხწლიანი ციკლის (2025/26-2028/29) განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატის მატჩების ჩვენებაზე უფლების ფასმა 8.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, – წერს სააგენტო AP. ეს ბრიტანულ ბაზარზე სპორტის მხრივ უმსხვილესი გარიგებაა.
ერთი წლით კონტრაქტის ღირებულება 2.12 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ორჯერ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში.
ტელეკომპანია Sky Sports აჩვენებს, მინიმუმ, 215 მატჩს სეზონში – 100-ით მეტს, ვიდრე ახლა. ტელეკომპანია TNT Sports, რომელსაც ადრე BT Sport ერქვა, 52 მატჩს მიიღებს.