ფონიჭალაში ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გაიტაცეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე რამდენიმე პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.