logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „მრეწველებს“ აშკარად პრორუსული კვალი დაედოთ
- +

12 სექტემბერი. 2016. 13:19



ექს-პრემიერ  ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „მრეწველების" პრორუსულობა, რომელიც ეჭვს იწვევდა, დღეს უკვე აშკარა გახდა. კოალიციიდან გასულ პარტიებთან დაკავშირებით, ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემა „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" ისაუბრა.

 

„მრეწველები" კოალიციის წევრები იყვნენ. იოლად მიჰყვებოდნენ ძირითად გუნდს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გოგი თოფაძის რამდენიმე განცხადებას, რომელიც მისი პრორუსულობის ეჭვს იწვევდა, შემდგომ ეტაპზე მათ დახვეწეს ეს მიმართულება და აშკარად პრორუსული კვალი დაედოთ დღეს „მრეწველებს". რა თქმა უნდა, ფავორიტებში „რესპუბლიკელების" და „თავისუფალი დემოკრატების" გვერდით ვერ დავასახელებდი",- განაცხადა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner