„ვინ არის ეს მოქალაქე, ავთანდილ კომახიძე, ის არის სხვადასხვა მუხლით, მათ შორის ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პიროვნება, როგორც მისი ნაცნობები ამბობენ, დიდი კანონმორჩილებით არც დღეს გამოირჩევა და ერთი ქუჩური მენტალობის კაცია, რომელიც ასეთივე მენტალობის ხალხში ტრიალებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარი არხის“ სიუჟეტს, აჭარის პოლიციის უფროსის მიერ ავთანდილ კომახიძის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ.
ექსპერტის თქმით, ოღონდ რამე გადატრიალებული თქვას ვინმემ პოლიციაზე და ოპოზიციური არხები თვალისდაუხამხამებლად დაუთმობენ საეთერო დროს.
„მთავარი არხის“ ეთერში დღეს გასულ აბსურდულ ბრალდებებზე აგებულ სიუჟეტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. რამდენიმე დღის წინ აჭარის პოლიციასთან მოქალაქე ავთანდილ კომახიძის ოჯახის წევრები და ახლობლები მივიდნენ, პოლიციის უფროსს გრიგოლ ბესელიას ადანაშაულებდნენ, რომ კომახიძეს ქვეყნიდან წასვლა აიძულა, ახლა დაბრუნების შესაძლებლობას არ აძლევს, ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით ემუქრებაო. მეტი რა უნდოდათ ამ ვითომ ოპოზიციურ არხებსაც, შემოჰკრეს განგაშის ზარი, ოღონდ რამე გადატრიალებული თქვას ვინმემ პოლიციაზე და საეთერო დროს თვალისდაუხამხამებლად დაუთმობენ. მეტიც, შაბათის ეთერში მიუძღვნეს ვრცელი სიუჟეტი, არიქა, აჭარის პოლიციის უფროსი მოქალაქეს ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით ემუქრებოდა - ქვეყანაში შემოსული არ დაგინახოო. ვინ არის ეს მოქალაქე, ავთანდილ კომახიძე, ის არის სხვადასხვა მუხლით, მათ შორის ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პიროვნება, როგორც მისი ნაცნობები ამბობენ, დიდი კანონმორჩილებით არც დღეს გამოირჩევა და ერთი ქუჩური მენტალობის კაცია, რომელიც ასეთივე მენტალობის ხალხში ტრიალებს. ასეთი შავბნელი გაგების ხალხის „გაპრავებით“ გინდათ, მოქალაქეებზე ორიენტირებული, ობიექტური მედიის მანტიის მორგება?!
მეგობრებო, ეს არის კომახიძე და თავისი, ინტელექტუალი „საძმო“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.