კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ გრძელდება. ოპოზიციური პარტია იშლება - მხოლოდ დღეს პარტიიდან 300 ადამიანი წავიდა, რომელთა შორის არიან ძირითადად თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები, თავმჯდომარეები და საკრებულოს წევრები. ისინი ნიკა მელიას ფლანგს შეურთდებიან.
„მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს, რა არის თქვენთვის ეს პარტია, შეიძლება ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრისა, შეიძლება ეს არის მექანიზმი თქვენი ამბიციების დაკმაყოფილების, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს მანდ ვეღარ ვხედავთ. დღეს წარმოდგენილი ადამიანები მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებიც ისე ფიქრობენ, როგორც ჩვენ. გვიწევს, სამწუხაროდ, ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა, თუმცა, ალბათ ამ ეტაპისთვის აუცილებელი“, - განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.