საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანას ევროკავშირის თანადგომის იმედი უნდა ჰქონდეს, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პაველ ჰერჩინსკი, მას შემდეგ რაც გუშინდელი თავყრილობა გაანალიზა, დღეს იძულებული გახდა, ასეთი განცხადება გაეკეთებინა.
„შეხედა რა მადამ პღეზიდანის გუშინდელ „პროევროპულ" საცოდაობას, გააანალიზა რა ბრიუსელის გაუგებრობა ევროინტეგრაციის მომხრე მხოლოდ 500 „გახარებული“ ქართველის გამო, ამოიცნო რა გუშინდელ აქციონერთა რიგებში „No status for Georgia!“-ს მოძრაობის წევრები - პაველ ჰერჩინსკი დღეს იძულებული გახდა, ასეთი განცხადება გაეკეთებინა...
მან საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას მიმართა: „შეგიძლიათ თქვენს გვერდში დგომის ჩვენი იმედი გქონდეთ“ - იმ, წუხანდელებს, „არც ვიცნობთ" და აღარც ვეკარებითო! გუშინდელ, ზურაბიშვილის მიერ გამოყვანილ, ერთი რიგითი ქელეხის ოდენობის მქონე „სასტავს" მხოლოდ ის, ორბელიანის სასახლეში დაპატიჟებული ბოშათა ანსამბლი აკლდა თავის „აი-ნენე-აი-ნენე“-თი“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.