logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
- +

10 დეკემბერი. 2023. 16:03

 

 

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ადგილობრივმა მილიციამ 43 წლის თემურ კირბაია რამდენიმე დღის წინ, გაურკვეველი მიზეზით ქუჩაში დააკავა, რის შემდეგაც ის გადაიყვანეს გალის მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში. მათივე თქმით, თემურ კირბაიაზე მილიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. ძალადობის შედეგად ის საავადმყოფოში თავად მილიციელებმა გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. გარდაცვლილს მრავლობითი მოტეხილობები აქვს და სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში აღენიშნება.

 

თემურ კირბაია გუშინ გარდაიცვალა. ოჯახი ობიექტურ გამოძიებას და ძალადობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.

 

43 წლის თემურ კირბაია გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრი იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner