logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გვინდა ჩვენი რეფორმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გავაჩინოთ უფრო მეტი ზოლი, იმისთვის რომ თავისუფლად, უპრობლემოდ და შეფერხებების გარეშე შეძლოს გადაადგილება
- +

10 დეკემბერი. 2023. 21:18

"ჩვენი რეფორმით, რომელსაც ვახორციელებთ, გვინდა რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გავაჩინოთ უფრო მეტი ზოლი, იმისთვის რომ თავისუფლად, უპრობლემოდ და შეფერხებების გარეშე შეძლოს გადაადგილება," - ამის შესახებ კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. თბილისის მერის განმარტებით, დღეს დედაქალაქი გარდამავალ ეტაპზეა, როდესაც ქუჩების ნაწილი უკვე რეაბილიტირებულია, ნაწილი კი არა, რაც გადაადგილების მხრივ სირთულეებს ქმნის.

 

 

„არის კონკრეტული ქუჩები, რომლებიც მოწესრიგებულია, რეაბილიტირებულია, ავტობუსის ზოლები არის, მაგრამ არის ქუჩები, სადაც არც რეაბილიტაცია ჩატარებულა, არც ავტობუსის ზოლები გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს წყვეტა გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ არის მონაკვეთები, სადაც ავტობუსი, მიკროავტობუსი უპრობლემოდ გადაადგილდება და კონკრეტულ ქუჩებზე ჩვეულებრივად დგას საცობში კერძო ავტომობილებთან ერთად - კერძო ავტომობილებსაც ხელს უშლის და თავისთვისაც პრობლემას წარმოადგენს. ჩვენი რეფორმით, რომელსაც ვახორციელებთ, გვინდა რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გავაჩინოთ უფრო მეტი ზოლები, იმისთვის რომ თავისუფლად, უპრობლემოდ და შეფერხებების გარეშე შეძლოს გადაადგილება.

 

 

ძალიან გვინდა რომ სწრაფად გაკეთდეს ის ყველაფერი, რაც გვაქვს დაგეგმილი, რასაც ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ. მაგრამ, ამას აქვს მეორე მხარე. მარტივ მაგალითს მოვიყვან: დავიწყეთ 2 ქუჩის რეაბილიტაცია - წერეთლის გამზირის და უნივერსიტეტის ქუჩის. ხომ ხედავდით ყველა რა ხდებოდა ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით? მხოლოდ 2 ქუჩაზეა საუბარი. 2 ქუჩის ჩაკეტვა მოგვიწია, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოგვეცვალა, მოგვეწესრიგებინა ყველაფერი, რომ გზა რომ დაიგება, ხვალ, ზეგ, შემდეგ დღეებში ისევ გადასათხრელი არ იყოს დაზიანებული კომუნიკაციების გამო. 2 გზის ჩაკეტვამ ამხელა დისკომფორტი გამოიწვია ქალაქში. წარმოგიდგენიათ, რამდენი ქუჩაა მოსაწესრიგებელი, რამდენი ქუჩაა გასაკეთებელი, რამდენი გამზირი? ამ ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება. მაგრამ ჩვენც შეზღუდულები ვართ, იმიტომ რომ არის ერთი მხარე, რომ ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ არის მეორე მხარეც, რომ ბევრს ერთად ვერ აკეთებ, იმიტომ რომ ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს. ძალიან ხშირია იმაზე საუბარი, რომ ჯერ ერთი ქუჩა გააკეთეთ და მერე მეორე. მესმის, დისკომფორტია, მაგრამ ასე თითო ქუჩას რომ ველოდოთ, რამდენი წელი უნდა გავიდეს?“ - აცხადებს კალაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner