logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: თითოეული ჩვენი მოქალაქის ცნობიერებამდე უნდა მივიყვანოთ, რომ სახელმწიფო ქმნის ყველა მექანიზმს, რომ მათი ქალიშვილები, მათი დები, დედები იყვნენ რეალიზებულები
- +

10 დეკემბერი. 2023. 23:33

ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო „ნარინჯისფერი კამპანია“ განიხილა. პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ნამდვილად ერთ-ერთი პროგრესული არის.

 

 

წილოსანმა ასევე ძალადობის მსხვერპლ იმ ქალებს მიმართა, რომლებიც ამაზე საუბარს არ აპირებენ.

 

 

„რაც ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, სახელმწიფო მათ გვერდით არის, დაწყებული სამართალდამცველების რეაგირებით, გაგრძელებული იმ სერვისებით, რომლებიც კრიზისულ ცენტრებში, თავშესაფრებში, შემდეგ მუნიციპალური პროგრამების სახით მათ მხარდაჭერად [არსებობს], ქირით უზრუნველყოფა, ფინანსური დახმარება და ასევე თითოეული ჩვენგანის სოლიდარობა. რა თქმა უნდა, საზოგადოების მზაობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა წილოსანმა.

 

 

დეპუტატმა ასევე საზოგადოებაში 18 წლამდე ქორწინებაზე არსებულ მოსაზრებებზე ისაუბრა.

 

 

„ვიყავით რეგიონებში, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს კეთდებოდა გოგონების უკეთესი მომავლისთვის, რომ „პატრონს უნდა ჩააბარონ“. ჩვენ ვუხსნიდით, რომ განვითარებულ სახელმწიფოში, საქართველოში, მათ შვილებს აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა ისწავლონ, მიიღონ განათლება, დაიწყონ მუშაობა, შემდეგ დაოჯახდნენ და თვითონ იყვნენ წარმატებულები და არ იყვნენ ვიღაცის კუთვნილება ან ვიღაცის ობიექტი და ვიღაცისთვის გადასაბარებელი საგანი. ვფიქრობ, თაობები ამ ყველაფერს გამოასწორებენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ თაობებს. ამ დროს, ამ წუთას, თითოეული ჩვენი მოქალაქის ცნობიერებამდე უნდა მივიყვანოთ, რომ ქვეყანა და სახელმწიფო ქმნის ყველა მექანიზმს, რომ მათი გოგოები, მათი შვილები, მათი დები, დედები იყვნენ რეალიზებულები და ამის უსაფრთხო გარემო იყოს“, - განაცხადა წილოსანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner