logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში, გენდერული თანასწორობისა და ძალადობის მიმართ პოლიტიკა ევროკომისიამ სრულად შესრულებულად შეაფასა
- +

10 დეკემბერი. 2023. 23:52

"მინდა გითხრათ, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში, გენდერული თანასწორობისა და ძალადობის მიმართ პოლიტიკა ევროკომისიამ სრულად შესრულებულად შეაფასა და ყველა შემდგომი რეკომენდაციიდან ეს მიმართულება ფაქტობრივად გაქრა," - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„ეს იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო და ინსტიტუციური გაძლიერების დონეზე ჩვენ ყველაფერი გვაქვს გაკეთებული. ამიტომ ახლა უკვე ამ ყველაფერს კარგად დანერგვა, აღსრულებაში სათანადოდ მოყვანა, საზოგადოების ჩართულობა სჭირდება. აი ეს მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დარჩენილი“, - აღნიშნა წილოსანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner