logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: კატასტროფაა, თუ უშიშროების თანამშრომლები გუბერნატორს მიუთითებენ
- +

12 სექტემბერი. 2016. 13:26



ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" უშიშროების სამსახურში საკადრო ცვლილებებზე საუბრობს და ფიქრობ, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს პროფესიონალიზმის ნაკლებობით. აქვე აღნიშნავს, რომ თუ უშიშროების თანამშრომლები გუბერნატორებსა და გამგებლებს მიუთითებენ, ეს კატასტროფაა.


„ერთადერთი გასამართლებელი, რასაც ვიტყოდი, თუ ძველი თანამშრომლები ბრუნდებიან, შეიძლება პროფესიონალიზმის ნაკლებობა იყოს. შესაძლოა, ცვლილებები იმიტომ მოხდა, რომ ახალ კადრებს პროფესიონალიზმი არ ეყოთ და ისევ მოუწიათ ბევრი ძველი კადრის დაბრუნება და ესეც ნუ იქნება ტრაგიკული, თუ კანონი არ დარღვეულა. მაგრამ თუ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს პრეტენზია აქვთ, რომ გამგებელსა და გუბერნატორს მიუთითონ, ეს აბსოლუტური კატასტროფაა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner