logo_geo
eng_logo
საქართველოს 2024 წლის სახლმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი
- +

11 დეკემბერი. 2023. 10:10

 

 

საქართველოს 2024 წლის სახლმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს დღეს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 5,2%-ის ოდენობითაა დაგეგმილი. ხარჯვითი ნაწილი კი დაახლოებით 165 მილიონი ლარით იზრდება. 2024 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ზრდას სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის, თავდავისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. ასევე გათვალისწინებულია ბიუჯეტის ზრდა ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და საჯარო მოხელეთა ანაზღაურების კუთხით.

 

რას ითვალისწინებს 2024 წლის ბიუჯეტი - დეტალურად:

სოციალური მიმართულებით

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება დამატებით გაზრდილია 29,2 მლნ ლარით და ჯამში შეადგენს 7 829,2 მლნ ლარს. ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებული იყო:

  • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიის ზრდა 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 500 ლარს გაუტოლდება;
  • 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 380 ლარს გაუტოლდება;
  • გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
  • სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიებისთვის არსებული ზედა ზღვრის (560 ლარი) გადაანგარიშება 1 000 ლარამდე, ამავდროულად პოლიციელებსა და ჯარისკაცებზე, ნამსახურების თითო წელს განსაზღვრული თანხის საშუალოდ 28%-იან ზრდას. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ პირთა კომპენსაციები, რომლებიც იღებდნენ მაქსიმალურ ზღვარს, ხოლო სხვა პირთა კომპენსაცია გაიზრდება საშუალოდ 28%-ით;
  • საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 7 ლარიანი მოცულობა გაიზრდება 40 ლარამდე, 22 ლარიანი - 60 ლარამდე, ხოლო 44 ლარიანი - 80 ლარამდე;
  • გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან 200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;
  • დაიწყება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მრავალშვილიანი უსახლკარო ოჯახებისთვის განხორციელდება საცხოვრებელი სახლების შესყიდვა;
  • ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,7 მილიარდი ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%- იანი ზრდა. პენსიონერთათვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება სრული წლის განმავლობაში.
  • დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230,0 მლნ ლარი.
  • ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში, გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა (ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები არ ექვემდებარება აღდგენას) კომპენსაციებისთვის გამოყოფილია 15,0 მლნ ლარი.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე მუნიციპალური ბიუჯეტებიდან გამოიყოფა 300,0 მლნ ლარზე მეტი.  

 

განათლების მიმართულებით

განათლების და მეცნიერების მიმართულებით წარმოდგენილი ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ცვლილებები არ განხორციელებულა. დაფინანსება ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გადამუშავებულ ვარიანტში გაიზარდა 160,0 მლნ ლარით (ჯამურად იზრდება 580,0 მლნ ლარით), რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია:

  • საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა - სრული დატვირთვის მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით;
  • საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%- იანი ზრდა;
  • საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 450,0 მლნ ლარამდე;
  • საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225,0 მლნ ლარზე მეტი;

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა.

 

კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 840,0 მლნ ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 472,0 მლნ ლარი.

 

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით:

თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ამ ეტაპზე უცვლელია, თუმცა მიმდინარე წელთან შედარებით გაზრდილია 250,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა;

  • თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი;

 

ინფრასტრუქტურა

ჯამში, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 6,7 მილიარდ ლარამდე, მათ შორის:

  • საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,2 მილიარდ ლარზე მეტი;
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი. აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით დამატებით გამოიყო 136,0 მლნ ლარი, მათ შორის დამატებით 130 მლნ ლარი გამოყოფილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის და მისი მოცულობა შეადგენს 580,0 მლნ ლარს;
  • წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 500,0 მლნ ლარამდე;
  • საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 800,0 მლნ ლარზე მეტი;
  • ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 170,0 მლნ ლარზე მეტი;
  • ენერგო ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულია 120,0 მლნ ლარი.

 

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2024 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარზე მეტი.

 

სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 580,0 მლნ ლარზე მეტი;

 

გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 180,0 მლნ ლარზე მეტი;

 

საჯარო მოხელეთა ანაზღაურება

2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად 2024 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner