logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტი მიმართულია სოციალური მიზნებისათვის
- +

11 დეკემბერი. 2023. 11:16

 

 

„2024 წლის ბიუჯეტი, ისევე როგორც შარშანდელი, მიმართულია სოციალური მიზნებისათვის“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

„დამატებითი თანხები მობილიზებულია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისათვის, ასევე სოციალური პროგრამებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებისათვის. რა თქმა უნდა, თანხები მომატებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობს, ბოლომდე დაკმაყოფილებულია, ამისათვის საჭიროა კვლავ გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

 

საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს დღეს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 5,2%-ის ოდენობითაა დაგეგმილი. ხარჯვითი ნაწილი კი დაახლოებით 165 მილიონი ლარით იზრდება. 2024 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ზრდას სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. ასევე გათვალისწინებულია ბიუჯეტის ზრდა ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და საჯარო მოხელეთა ანაზღაურების კუთხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner