logo_geo
eng_logo
ბაჩო დოლიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
- +

11 დეკემბერი. 2023. 11:50

 

 

ბაჩო დოლიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნება ახალი პარტია.

 

„ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ თავისი როლი ნამდვილად ითამაშა.

 

შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი, განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი. ახალი ხალხის ახალი ხედვა და გამოცდილი პოლიტიკოსების დაგროვებული გამოცდილება მოგვიტანს იმ შედეგს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავდებთ. ახალი ეკონომიკურად მდგრადი, დეპოლარიზებული საქართველო იქნება შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური პარტია. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმის შესახებ, რომ არ ვაპირებთ შერწყმას არცერთ არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან. გვექნება ჩვენებური, განსხვავებული ხედვა. შესაბამისად, ჩვენს ამომრჩეველს ჩვენს საზოგადოებას სრულად ახალ პოლიტიკას შევთავაზებთ.

 

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ეს პოლიტიკური ძალა იქნება ბრძოლის ავანგარდში. რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, როგორიც არის ყრილობა, პარტიის ჩამოყალიბება და ა.შ. ამის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, - განაცხადა დოლიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner