logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი კანდიდატის სტატუსის მოლოდინებზე: ერთგვარი უსამართლობა უნდა გამოსწორდეს ამ გადაწყვეტილებით
- +

11 დეკემბერი. 2023. 11:53

 

 

„არიან წევრი ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთგვარი უსამართლობა უნდა გამოსწორდეს ამ გადაწყვეტილებით“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

„იმედი გვაქვს, რომ იქნება გადაწყვეტილება მიღებული გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის, არსებობს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციები, რომელიც ძირითადად მხარდამჭერია საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, არიან წევრი ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გამომდინარე იქიდან რომ ის ერთგვარი უსამართლობა უნდა გამოსწორდეს ამ გადაწყვეტილებით.

 

საკითხი, ვიცით, რომ საჭიროებს კონსენსუსს, საჭიროებს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას. ასევე, ვიცით, რომ ეს საკითხი განიხილება სხვა საკითხებთან ერთად და საჭიროა ერთიანად შეთანხმდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რისი იმედიც გვაქვს, რომ მოხდება დეკემბრის შეხვედრის ფარგლებში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner