„სააკაშვილის რეჟიმის ამ „გებელსის“ (კარგია რომ უკვე დაუფარავი) ფაშიზმი, რასიზმი და ქსენოფობია, უზარმაზარი კონტინენტის მიმართ მთლიანობაში და მისი ქვეყნებად დაყოფილი სიძულვილი“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილის თქმით, გვარამია ცდილობს სალომე ზურაბიშვილის ნეხვიდან ამოყვანას.
„ნიკა გვარამია - საქართველოს ხელისუფლება ისევ აფრიკულ ტომებთან შეხვედრებზეა ალბათ“, - ეს ფრაზა შეეხო არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პრეზიდენტ ზელენსკის ჩასვლას.
ამ ფრაზაში „შესანიშნავი“ ყველაფერია. პირველ რიგში, სააკაშვილის რეჟიმის ამ „გებელსის“ (კარგია, რომ უკვე დაუფარავი) ფაშიზმი, რასიზმი და ქსენოფობია, უზარმაზარი კონტინენტის მიმართ მთლიანობაში და მისი ქვეყნებად დაყოფილი სიძულვილი.
აქვე, „აფრიკულ ტომებთან“, როგორც ჩანს, იმ ევროპული თუ აზიური ლოკაციების მიკუთვნილობა, რომლებსაც ბოლო პერიოდში ეწვია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
მაგრამ ასე ძალიანაც ნუ დავეხმარებით გვარამიას მის ნეხვიდან ამოყვანაში. ცერემონიალურად მისი რასისტულ/ფაშისტური საყვედურის ობიექტი მისი დედა/მარჩენალი მადამ პღეზიდანი უნდა იყოს. ხოლო „აფრიკულ ტომებთან“ შეხვედრებში ალბათ ორბელიანის სასახლეში იმ „ღანდევუთა“ კვირეული იგულისხმება, სადაც პღეზიდანი, არგენტინაში გამგზავრების მაგივრად, გვარამიას „ნეანდერტალელთა“ თანაპარტიელებით დაწყებული, ბოშათა ბანაკებს მასპინძლობდა...“ -წერს ქართველიშვილი.