„ჩვენ არ მოვსულვართ იმისთვის, რომ უშიშროებამ მართოს ეს ქვეყანა",- ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც ისაუბრა ქალაქ ზესტაფონში არსებულ მდგომარეობაზე, რომ უშიშროების თანამშრომლები ჩართულები არიან გამგებლის და ადამინისტრაციის უფროსის დანიშვნაში.
ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" განაცხადა, რომ უშიშროების ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ცდილობს, „სწორი ხელწერით" მართოს ქვეყანა.
„უშიშროების სამსახურს ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს, რომელიც არის მოწესრიგებული კაცი და სწორი ხელწერით ცდილობს, მართოს ქვეყანა და არ გადააქციოს იმის მსგავსად, რაც ჩვენ ვიხილეთ 2012 წლამდე. ის, რომ უშიშროება კარნახობს ადმინისტრაციის უფროსს ან გამგებელს, ეს მიუღებელია. ერთადერთი გასამართლებელი, რასაც ვიტყოდი, რომ ძველი თანამშრომლები ბრუნდებიან, არის პროფესიონალიზმი, რაც ყველა დარგში მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახალ კადრებს პროფესიონალიზმი არ ეყოთ და მოუწიათ ძველი კადრების დაბრუნება. ეს ნუ იქნება ტრაგიკული",- განაცხადა ივანიშვილმა.