logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი ორად გაყოფილ „ნაცმოძრაობაზე“: ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო მეტი ზიანის მიმყენებელია ქვეყნის სტაბილურობისათვის
- +

11 დეკემბერი. 2023. 13:13

 

 

„პარტია, რასაკვირველია, იშლება, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ სხვა ხასიათის რაიმე პოლიტიკური ჯგუფი იქნება. ხასიათი იგივეა - არცერთს სინანულის ელემენტიც კი არ გააჩნია იმ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რამაც უამრავ ქართულ ოჯახს სერიოზული ზარალი მიაყენა, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის მახასიათებელი ერთის და მეორე ჯგუფის. გაჩნდა მეორე მახასიათებელი - ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო მეტი ზიანის მიმყენებელია ქვეყნის სტაბილურობისათვის. ამას გარდა, განსხვავება კიდევ არსებობს, ერთ ნაწილს კეზერაშვილი აფინანსებს, მეორეს - არა. ერთ ნაწილს ხელმძღვანელობს ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილის პოლიტიკური ჯგუფი, მეორე ნაწილი კი ცდილობს, ამ გავლენებისგან თავი დაიხსნას. სხვა განსხვავება ან შინაარსში, ან მომავლის ხედვაში, ან წარსულის შეფასებაში, ამ სუბიექტთა შორის არ არსებობს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner