შალვა პაპუაშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრა შეაფასა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს გაუმხილა თუ რა თემები განიხილა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას.
„ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობისთვის, რეგიონში მშვიდობისთვის. საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ სტრატეგიულ ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან. ეს ისტორიული მეგობრობა დღესდღეობით გადაზრდილია გუნდურ მუშაობაში. შუა დერეფანი,, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს ასევე განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სძენს ჩვენს რეგიონს და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო.
რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ ჩვენს რეგიონზე, უსაფრთხოებაზე და ჩვენს მოლოდინებზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მე ვხედავ, რომ არის პოზიტიური განწყობები და ოპტიმისტური მიდგომები, რომ სამშვიდობო შეთანხმება რაც შეიძლება მალე შედგეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.