logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საქართველო არის მე-17 ადგილზე ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის
- +

12 სექტემბერი. 2016. 13:38



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ამბობს, რომ დღეს საქართველო მე-17 ადგილს იკავებს მსოფლიოს უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყნებს შორის, განსხვავებით სააკაშვილის მმართველობის პერიოდისა.


„მინისტრი და მთავრობა მთლიანად მოწოდებულია იმისკენ, რომ პოლიცია იყოს ხალხის სამსახურში. შიგნით ეს ძალიან კარგად ჩანს, მაგრამ მე მაინც შეგახსენებით კვლევებს, თუ ეჭვები არსებობს, პოლიციის მხრივ სიტუაცია ხომ არ გაუარესდა. საქართველო „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს შედიოდა 70 ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოში. დღეს საქართველო არის მე-17 ადგილზე ყველაზე უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყნებს შორის და უსწრებს ევროპისა და მსოფლიოს ძალიან ბევრ წარმატებულ ქვეყანას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner