9 დეკემბერს, თბილისში ჩატარებული ე.წ. მარშის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„მთავარსარდალმა სალომემ და კაპიტანმა გიგაურმა, ეფრეიტორებმა, სერჟანტებმა, რიგითებმა - გაერთიანებული შტაბების დავალებით, ჩაატარეს გეგმიური წვრთნა - მარშ ევროსკავშირისკენ!
შეკერეს, გაშალეს, აფრიალეს, ჩაიარეს, მიაწვდინეს ხმა! აქციამ, ყველა Voice-ს და Post-ის მოწონება დაიმსახურა!“ - წერს ხაინდრავა.