logo_geo
eng_logo
თბილისის მერია: ინფორმაცია, თითქოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ სამი თვით გადაიწია, არის სრული სიცრუე
- +

11 დეკემბერი. 2023. 15:25

 

 

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ და მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და გადაიწია სამი თვით.

 

„აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

თბილისის მერიას არ შეუცვლია პროექტის განხორციელების ვადები, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს - 2024 წლის იანვრის ბოლოს.

 

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ ენდობიან ყალბ ინფორმაციებს და თბილისის მუნიციპალიტეტის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურთან“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner